"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მათ ხელფასი პირველი იანვრიდან გაეზრდებათ, თუმცა მოხდება თუ არა ხელფასის გაზრდა 50%-ით, რასაც გაფიცული თანამშრომლები ითხოვნდნენ, ეს ჯერჯერობით უცნობია.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა "თბილსერვის ჯგუფთან " და თბილისის მერიის წარმომადგენლთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის 7 პუნქტიანი განცხადება, რომელიც მათ წარადგინეს, დაკმაყოფილდა. პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, 7-დან 6 პუნქტი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებზე კონკრეტული თარიღების მითითებას ითვალიწინებდა, 15 დღეში დაკმაყოფილდება, ხოლო მე-7 პუნქტი - ხელფასის გაზრდა კი, პირველი იანვრიდან მოხდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დასაუფთავების სამსახურის თანამშრომლები ტაშით შეხვდნენ და ისინი მუშაობას დღეიდან გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვას გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს გასულ წელს ხელფასები 20%-ით გაეზარდათ, ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი კი 2022 წლის იანვარში კვლავ გადაიხედება.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა იმ პრეტენზიებზე რაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ფორმებს უკავშირდება და აღნიშნა, რომ სამუშაო ფორმების შეძენაც ყოველწლიურად ხდება, ბოლო შესყიდვისას კი ტენდერთან დაკავშირებით პრობლემა იყო და გამარჯვებული კომპანია არის და თანამშრომლებს სექტემბრის დასაწყისში ახალი ფორმები ექნებათ.

რაც შეეხება ტექნიკას, მან განაცხადა, რომ ტყუილი ითქვა, თითქოს 9 წლის განმავლობაში ტექნიკის შეძენა არ მომხდარა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია