კახა კუჭავა - შესაძლებელია, 2024 წლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო - ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და საქართველოში ის არასოდეს იქნება

ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და საქართველოში ის არასოდეს იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ 2024 წლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო.

“მე პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ასე გადავწყვიტო კოალიციური მთავრობა იქნება თუ არა ნამდვილად არ არის მართალი, ფაქტი ერთია, ამას საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს.

ის რეალობა თუ სად შეიძლება ვიყოთ ხვალ და ზეგ ყველა ხვდება, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი, მათ შორის 2024 წლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი ეს არის ხალხის არჩევანი. ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და საქართველოში ერთპარტიული მმართველობა არასოდეს იქნება“, - განაცხადა კუჭავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია