ანატოლი ბიბილოვი და ასლან ბჟანია ახალგორში, ქსნის ერისთავების სასახლეში იმყოფებოდნენ

ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტები ანატოლი ბიბილოვი და ასლან ბჟანია ახალგორის რაიონში, ქსნის ერისთავების სასახლეში იმყოფებოდნენ.

სააგენტო RES-ი ბიბილოვის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ორი მეგობარი სახელმწიფოს მეთაურებს სასახლეში უამბეს ქსნის ერისთავების ცხოვრების და სასახლის მშენებლობის ისტორიის შესახებ“.

„ასლან ბჟანიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამუზეუმო კომპლექსის სილამაზემ და თავისებურებამ. მან საპატიო ვიზიტორთა წიგნში ჩანაწერი დატოვა“,- წერს სააგენტო.

ცნობისათვის, ოკუპირებული აფხაზეთის „დელეგაცია“, ასლან ბჟანიას ხელძღვანელობით, ოკუპირებულ ცხინვალში 6 აგვისტოს ჩავიდა და რეგიონს დღეს დატოვებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები