ლევან იოსელიანის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საყოველთაო-სახალხო კომისია 18 აგვისტომდე ორი შეხვედრის გამართვას გეგმავს

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 18 აგვისტომდე ორი შეხვედრის გამართვას და თბილისსა და ქუთაისში შეკრებას გეგმავს.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საარჩევნო ბარიერის 2% - მდე დაწევას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანია საპარლამენტო ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

„იმედი მაქვს, „ქართული ოცნება" ამ შეთანხმებას დაიცავს და საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოლომდე მიიყვანს. იმედი მაქვს, ოპოზიციის დიდი ნაწილიც, განსაკუთრებით კი, "ნაციონალური მოძრაობა" ცვლილებებს მხარს დაუჭერს. პროექტი პარლამენტში ინიცირებულია და მე, როგორც საყოვეთაო-სახალხო განხილვის კომისიის მდივანი, განხილვებისთვის ვემზადები", - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 29 ივნისს განხორციელდა. პროექტს, რომლის საყოველთაო-სახალხო განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა, 91 დეპუტატი აწერს ხელს.

პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და „ლელოს“ წარმომადგენლები. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად შეჯერებული პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2%-ია და დადგენილია მანდატების პროპორციული განაწილების წესი.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე პუნქტით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე ჩამოდის. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა. კონსტიტუციაში ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა