უცხოეთიდან შემოსული კოვიდგადატანილი და ერთჯერადად აცრილი პირები სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, უცხოეთიდან შემოსული კოვიდგადატანილი და ერთჯერადად აცრილი პირები სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, ჩვენი ქვეყნისთვის იგივე პრინციპი არ მოქმედებს და კოვიდგატანილი პირისთვისაც ყველა შემთხვევაში აუცილებელია ორჯერ ვაქცინაცია.

,,ჩვენი პროტოკოლის თანახმად, კოვიდის გადატანის მიუხედავად პროგრამა ითვალისწინებს ორჯერად ვაქცინაციას. ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული პერიოდის ფარგლებში უშვებს, რომ ერთი ვაქცინა არის საკმარისი თუ პირმა გადაიტანა კოვიდინფექცია. ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ მსგავსი ტიპის პროტოკოლს, აღიარებული იქნება ჩვენთანაც, თუ პირმა თავის ქვეყანაში მიიღო სრულად ვაქცინირებულის სტატუსი, ეს ჩვენც უნდა ვაღიაროთ. ჩვენთან არ მოქმედებს იგივე პრინციპი და ყველა შემთხვევაში აუცილებელია ორჯერ ვაქცინაცია“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის