ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში 7 000 საწოლია მობილიზებული და ამ კვირის განმავლობაში 500 საწოლი დაემატება.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ამ რესურსით დღევანდელ ეპიდემიური მდგომარეობის მართვა ხდება.
„როგორც ვიცით დღეს ჯანდაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალური დატვირვის პირობებში არის. ჩვენ დღესაც ველოდებით დამატებთ საწოლების მობილიზებას. 7 000 საწოლი უკვე არის მობილიზებული და ამ კვირის განმავლობაში 500 საწოლი დაემატება. მაქსიმალური ჩვენი შესაძლებლობა არის 8000-მდე საწოლის მობილიზება. ჯერჯერობით ეს რესურსი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში დღევანდელ ეპიდემიურ სურათს ანუ 40 000 აქტიური შემთხვევის მართვას ახერხებს. თუმცა თუ არ წამოგვეშველა დამატებითი პრევენციული ღონისძიებები, რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება შემდეგ უკვე სექტორისთვის მართვა“ , - განაცხდა გაბუნიამ.