სოფო ჯაფარიძე - „მედგიდი“ მიზანმიმართული შეტევის შედეგად გაქრა სოციალური სივრციდან

სამედიცინო პლატფორმა „მედგიდი“ მიზანმიმართული შეტევის შედეგად გაქრა სოციალური სივრციდან. ჯგუფი, რომელსაც ერთი წელია სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია, ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 100 000-ზე მეტ ადამიანს და სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანს უწევდნენ სრულიად უანგაროდ სამედიცინო დახმარებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“„მედგიდის“ შექმნა გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეგობრებმა მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა, იყო პანდემიის პიკი და ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაცია იყო ფაქტობრივად შეუძლებელი და გადავწყვიტეთ, რომ ერთგვარი მედიატორის ფუნქცია შეგვესრულებინა. „მედგიდმა“ ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა. ჩვენ დაუღალავი შრომით შევძელით ის, რომ ასობით ადამიანს სიცოცხლე შევუნარჩუნეთ და ათასობით ადამიანს დავეხმარეთ სამედიცინო მიმართულებით.

პროფესიონალი ექიმები ეხმარებოდნენ ჩვენი გუნდის წევრებს. სრულიად უანგაროდ უწევდნენ კონსულტაციებს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ის და მისი გუნდი აუცილებლად გააგრძელებს აღნიშნულ საქმეს და დამნაშავეებსაც გამოავლენს.

„არ ვიცი რას დავაბრალო, ვის დავაბრალო, არ მინდა წინასწარ ვინმეს ცილი დავწამო, მაგრამ დღეს სრულიად მიზანმიმართული შეტევის შედეგად „მედგიდი“ აღარ არსებობს. „მედგიდი“, რომელიც იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი იმედი ჩვენი მოქალაქეებისთვის მაშინ, როდესაც შეუძლებელა ოჯახის ექიმთან დაკავშირება, შეუძლებელია ჰოსპიტალიზაცია. ძალიან ბევრი მიმართულებით „მედგიდი“ ეხმარებოდა ჩვენს მოქალაქეებს.

მე მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივცე პირობა, რომ ჩვენ არ გავჩერდებით, მჯერა იმის, რომ დამნაშავეებსაც გავიგებთ ვინ არიან. არ ვიცი, რატომ შეიძლება მოუნდეს ადამიანს ამ სიბოროტის ჩადენა. დღეს, როცა ფაქტობრიუვად პარალიზებულია ჯანდაცვის სისტემა, არ ვიცი, რატომ შეიძლება, ხელი შეშლოდა ჩვენს კეთილ საქმეს, მაგრამ ფაქტია, რომ შეეშალა. მჯერა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია