ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დღეს გია ყანჩელის დაბადების დღე აღინიშნება

დღეს, გია ყანჩელის დაბადების დღე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აღინიშნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

„კონცეპტArt-ის მოძრავი ფესტივალი CA Goes To გია ყანჩელის დაბადების დღეს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აღნიშნავს. ეს თარიღი იმ მუსიკოსებთან ერთად აღინიშნება, ვისთანაც გია ყანჩელს მეგობრობა და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა.

ყველასთვის საყვარელ მელოდიებს შეასრულებენ: ლიზა ბაგრატიონი, ქეთევან ქართველიშვილი, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე.

მაესტროს ცნობილ პიესებს პროექტიდან "წერილები მეგობრებს" მაყურებელი გიორგი ცაგარელისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით მოისმენს. დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველი.

საღამოს სპეციალური სტუმარია - ბექა გოჩიაშვილი. ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. გენერალური პარტნიორია - "სმარტ კაპიტალ ჯგუფი”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის