პარტიის „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ გუნდის პრეზენტაცია გაიმართა

პარტიის „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ გუნდის პრეზენტაცია გაიმართა. პარტია 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის 48 საარჩევნო ნომრით იბრძოლებს.

როგორც ანა დოლიძემ პრეზენტაციაზე, სიტყვით გამოსვლისას თქვა, უნდა გაერთიანდნენ ერთი მიზნისთვის და ამ მიზანს მისი გუნდის წევრებთან ერთად მიაღწევს.

"ძალიან მიხარია, რომ ვმუშაობ და ვიმუშავებ ამ ხალხთან ერთად. თუმცა, ბევრი ადამიანი დღეს ჩვენთან ერთად არ არის, ისინი და მათი ოჯახის წევრები გვიყურებენ და მიხარია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ამ მნიშვნელოვანი მიზნის გარშემო, ერთად დავდგეთ ფეხზე და ერთად შევქმნათ ისეთი მომავალი, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა", - განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, პარტია - "ანა დოლიძე - ხალხისთვის" გუნდის წევრები არიან: სანდრო რატიშვილი, რომელიც 30 წელზე მეტია მოღვაწეობს ბიზნესში, არის ბიზნესის ადმინისტრირების და პროექტების მენეჯერი, ანა მიქაძე - ორგანიზაცია "საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის" დამფუძნებელი და დირექტორი. გიგი სისვაძე - კომპანია GSCC-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ნინო წულაძე - პარტია" ხალხისთვის" დამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი, სერგო ლომიძე - ბიზნესმენი და ასევე პარტია" ხალხისთვის" დამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი, ნინო ქოქოსაძე - ადამიანური რესურსების მენეჯერი, ვანო გოგოლაშვილი - ოზურგეთში პარტია "ხალხისთვის" წარმომადგენელი, თამარ ჭიჭინაძე - ექიმი, ბექა დადეშქელიანი - განათლება მიღებული აქვს, როგორც საქართველოში, თსუ, ასევე ბელგიაში, ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, არის ლექტორი კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში და ა. შ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის