GORBI-ს კვლევის თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 46,8% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 27,1% “ნაციონალურ მოძრაობას“, გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ - 8,7%

„იმედის“ GORBI-ის კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 46,8% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას გამოკითხულთა 27,1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ - 8,7%. დანარჩენი პარტიების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

“ლელო“ – 3.4 %

„ევროპული საქართველო“ – 3.3 %

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“- 3 %

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.8 %

ამასთან, კვლევის თანახმად, კითხვაზე „დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ გამოკითხულთა 61.2%-მა არჩევან კახა კალაძეზე, ხოლო 38.8%-მა ნიკა მელიაზე შეაჩერა.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს წესით, 1953 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება ქვეყნის მასშტაბით პლუს-მინუს 2.2%-ია, თბილისის მასშტაბით - პლუს-მინუს 3.2%. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 25 ივლისიდან 4 აგვისტოს შუალედში ჩატარდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს