უკრაინამ საგანგებო მდგომარეობა 1-ელ ოქტომბრამდე გაახანგრძლივა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. „უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად კონტროლდება, მაგრამ, სამწუხაროდ, სპეციალისტები აფიქსირებენ პირველ ნეგატიურ ტენდენციას მძიმე ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის ზრადასთან დაკავშირებით. ამიტომ ვითარების გათვალისწინებით, მთავრობა იღებს დადგენილებას, რომლითაც საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს 1-ელ ოქტომბრამდე“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, გასული კვირის განმავლობაში, ქვეყანაში, დაახლოებით, 1 მილიონი ვაქცინაცია ჩატარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს თქმით კი, ამჟამად, ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა რჩება კონტროლირებადი, რის გამოც, ქვეყანა კვლავაც ეპიდემიოლოგიური საფრთხის მწვანე დონეზე რჩება.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა