პრემიერ-მინისტრმა  საქართველოს ეროვნული  გმირის, გიორგი ანწუხელიძის  ხსოვნას  პატივი  მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკო და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილი ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, მემორიალთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, ვიცე პრემიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, პარლამენტის დეპუტატებთან- გელა სამხარაულთან, დავით სონღულაშვილთან, დავით მათიკაშვილთან და ირაკლი ქადაგიშვილთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლერი ბარნაბიშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან ერთად იმყოფებოდა.

თავდაცვის ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამებით მოკლეს. 2013 წელს გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით - „სამშობლოსათვის თავდადებული".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს