ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) პროექტი ,,დოქტორანტების ხელმძღვანელობა: მოლოდინები, გამოწვევები და პრაქტიკა’’ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) წარმატებით განხორციელდა!

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯსა (UCL) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში წარმატებით დასრულდა პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც მოიცავდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის გადამზადებას სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობასა და პროფესიულ დოქტორანტურაში;

პროექტი განხორციელდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სადოქტორო კვლევების განვითრების ცენტრის (ხელმძღვანელი: პროფესორი პოლ გიბსი) ორგანიზებით.

პროექტის ფარგლებში ტრენინგ-კურსი ,,დოქტორანტების ხელმძღვანელობა: მოლოდინები, გამოწვევები და პრაქტიკა’’ დაიწყო 2021 წლის აპრილში და დასრულდა 30 ივნისს. ტრენინგს უძღვებოდნენ პროფესორი მარია კამბოური (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტი) და პროფესორი დენის ჰავკესი (UCL) (გრინვიჩის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი); პროექტის ფარგლებში გაზიარებული იქნა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) გამოცდილება დოქტორანტურაში ხელმძღვანელობის, სადოქტორო კვლევების, ეთიკისა და სამართლებლივ საკითხებზე. კურსი ასევე მოიცავდა პროფესიული დოქტორანტურის საკითხებს, არსებულ განსხვავებებსა და უპირატესობებს პროფესიულ და ტრადიციულ დოქტორანტურას შორის, მის საქართველოს კონტექსტში შესწავლას.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ათამდე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, რომლებსაც გადაეცათ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და გრინვიჩის უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატები. სერტიფიცირებულ პერსონალს უფლება მიენიჭა შემდგომ თავად განახორციელოს მოკლევადიანი ტრენინგ-კურსები, ვორქშოპები სამეცნიერო ნაშრომების ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით.

პროექტი განხორციელდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) დაფინანსებით.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) ერთობლივი პროექტების განხორციელებას დოქტორანტურისა და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის, აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტების განვითარების მიმართულებით.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა