მედია - ქაბულის აეროპორტში სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა

ქაბულის აეროპორტში, სადაც ასობით ადამიანი ქვეყნის დატოვების მიზნით თვითმფრინავებში ძალით ასვლას ცდილობდა, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, გაურკვეველია, აღნიშნული პირები აეროპორტში შექმნილი ჭყლეტისგან დაიღუპნენ, თუ ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული გასროლის შედეგად.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აეროპორტში მყოფმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა ხალხის ნაკადის გასაფანტად ჰაერში გაისროლეს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა