კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა დაიწყო

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა დაიწყო.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია დღეს შეხვედრას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართავს.

ცვლილებების განხილვას საპარლამენტო უმრავლესობისა და იმ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებმაც პროექტის ინიცირებას მხარი დაუჭირეს. მათ შორის, პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეები“, „გირჩი“, "ევროპელი სოციალისტების" ლიდერი, ფრიდონ ინჯია, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“.

ცნობისთვის, პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს. უფრო კონკრეტულად, პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება. ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს. რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის კვორუმის გაზრდის საკითხს, გენერალური პროკურორის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით არჩევის შესაძლებლობა მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტს შეეძლება. თუკი პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, ასეთ შემთხვევაში, მას სრული შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებენ. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება. კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში 91 დეპუტატის ხელმოწერით დაინიცირდა. პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და “ლელოს“ წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში, პარლამენტის სასახლეში ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა