ჩინეთი „თალიბანთან“ „მეგობრული ურთიერთობებისთვის“ მზადყოფნას გამოხატავს

ჩინეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ „თალიბანთან“ „მეგობრული ურთიერთობებისთვის“ მზადაა.

”ჩინეთი პატივს სცემს ავღანელი ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ბედი და მზად არის გააგრძელოს მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობების განვითარება ავღანეთთან”, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნინგმა.

„თალიბანმა“ ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც დედაქალაქი ქაბული აიღო და ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ქაბულის ქუჩებში თალიბები პატრულირებენ. ბევრმა ქვეყანამ საკუთარი დიპლომატების, მოქალაქეებისა და ადგილობრივი ავღანელი თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო. ქაბულის აეროპორტში ასობით ავღანელია თავშეყრილი და ქვეყნის დატოვებას ცდილობს, რის გამოც, მედიის ინფორმაციით, აეროპორტში ქაოტური მდგომარეობაა შექმნილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა