საგარეო უწყება - ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გამომგზავრებასთან დაკავშირებით, დავით ზალკალიანი მუდმივ კონტაქტზეა მევლუთ ჩავუშოღლუსთან ​

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გამომგზავრების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თავის თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან მუდმივ კონტაქტზეა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ცნობილია სწორედ თურქეთის დახმარებით უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პუნქტიდან აეროპორტამდე მიყვანა.

„როგორც ცნობილია, გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მოლაპარაკებას აწარმოებდა პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის მიზნით, უკრაინული მხარე მზად იყო მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის თუმცა ავღანეთში არსებული უსაფრთხოების რთული ვითარების გამო საქართველოს მოქალაქეებმა ქაბულის აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია