თეონა აქუბარდია - არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც მას სჩვევია ხოლმე, უკან წაიღოს შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციურმა წარმომადგენლებმაც პარლამენტში ხელი მოვაწერეთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება უკან წაიღოს.

ამასთან, როგორც აქუბარდიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვის ნიშანი არსებობს, ვიდრე პასუხი, მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები სესიამდე მივიდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ პატარა პოლიტიკურ პარტიებს, როგორიცაა „სტრატეგია აღმაშენებელი“, გვქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი ამომრჩევლის ხმა იყოს პარლამენტში. ესაა მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რათა მრავალპარტიული პარლამენტით უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის წარმომადგენლობა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის გენერალური პროკურორის არჩევის წესი, სადაც „ქართული ოცნება“, ოპოზიციასთან ერთად უნდა შეთანხმდეს კანდიდატზე. სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით განხილვა მიმდინარეობს, არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“, ისევე როგორც მას სჩვევია ხოლმე, უკან წაიღოს შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციურმა წარმომადგენლებმაც პარლამენტში ხელი მოვაწერეთ“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ამასთან, აქუბარდიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გენპროკურორის არჩევის წესმა მისი დამოუკიდებლობა უზრუნველყოს.

„მნიშვნელოვანია, რომ გენერალური პროკურორის არჩევის წესი იმგვარად იყოს წარმოდგენილი, რომ უზრუნველყოს მისი რეალური დამოუკიდებლობა. სამწუხარო ტენდენცია, რომელიც საქართველოშია, რომ გენპროკურორი ყოველთვის ემორჩილება მმართველ პარტიას, უნდა დავასრულოთ სწორედ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ორი მნიშვნელოვანი ცვლილება, სასესიო დარბაზთან ისე მივიდეს, რომ რეალურად იყოს შესრულებული, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი კითხვის ნიშანი არსებობს, ვიდრე პასუხები“,- განაცხადა აქუბარდიამ.

თბილისში, პარლამენტის სასახლეში, კონსტიტუციურ კანონში ცვლილების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები საყოველთაო-სახალხო განხილვის მონაწილეებს საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა გააცნო.

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა