ლევან იოსელიანი - მთავარი, რაც კონსტიტუციაში დაგეგმილმა ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს არის ის, რომ მივიღოთ პარლამენტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფო მოწყობას შეესაბამება

მთავარი, რაც კონსტიტუციაში დაგეგმილმა ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს არის ის, რომ მივიღოთ პარლამენტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფო მოწყობას შეესაბამება - საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა და საპარლამენტო ქვეყანას მრავალპარტიული პარლამენტი სჭირდება, - ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მდივანმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, გამოცდილება ადასტურებს, რომ მაღალი საარჩევნო ბარიერის პირობებში მრავალპარტიული პარლამენტი ვერ მიიღწევა.

„დაბალი საარჩევნო ბარიერი პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა შევძლოთ პარლამენტში ყველა სოციალური ჯგუფი წარმოვადგინოთ და პარლამენტში მათი ხმა ისმოდეს. წარმოდგენილი ცვლილებები სწორედ ამას ემსახურება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუკი პარლამენტი პროექტს სრული კონსენსუსით მიიღებს, „თუმცა თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერაზე უარს იტყვის, პარლამენტს ხმები მაინც ჰყოფნის“.

თბილისში, პარლამენტის სასახლეში, კონსტიტუციურ კანონში ცვლილების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

პროექტით მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება. ასევე, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. ამავე პროექტით, გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საკმარისი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა