კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შალვა პაპუაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის კამათით დასრულდა

კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დეპუტატებს შალვა პაპუაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის კამათით დასრულდა. კამათი პაპუაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც უსუფაშვილს მიმართა, რომ როცა თანხმობის მნიშვნელობაზე საუბრობს, გაიხსენოს, რომ საარჩევნო რეფორმა თანხმობის დოკუმენტი იყო, მაგრამ პირადად მან და ფრაქცია "ლელომ" აღნიშნულ ცვლილებებს ხმა არ მისცა.

"თუკი თანხმობა თქვენი სურვილია, სად არის თანხმობის დასტური?! როცა საარჩევნო ცვლილებებს ვიღებდით, ტაბლოზე "ლელოს" ხმები არ იყო", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თავის მხრივ, უსუფაშვილმა პაპუაშვილს უპასუხა, რომ საქმე იმაზე ცუდად ყოფილა, ვიდრე ეგონა. მან აღნიშნა ისიც, რომ სწორედ ამდაგვარმა თითის გაშვერამ დააქცია ქვეყანა წლების განმავლობაში.

"თუკი თქვენ ჩემი საუბრიდან ეს დასკვნა გამოიტანეთ, საქმე იმაზე ცუდად ყოფილა, ვიდრე მეგონა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შალვა პაპუაშვილის მისამართით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო