თენგიზ ცერცვაძე - მაინც ეწყობა ხალხმრავალი ქორწილები, შეხვედრები და იუბილეები, რაც შემთხვევების მატების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია

14 აგვისტოდან ნაწილობრივ შეზღუდვები შემოვიდა, რომელიც მაინც არ სრულდება. სახელმწიფო მაინც იჩენს სირბილეს მოსახლეობას მიმართ და არ მიმართავს აღსრულების ძალიან მკაცრ ზომებს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ქვეყნის მთავარი ამოცანაა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს, ხოლო ჯანდაცვის სექტორის ვალდებულება, ყველა პაციენტისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევა.

„14 აგვისტოდან ნაწილობრივ შეზღუდვები შემოვიდა, რომელიც მაინც არ სრულდება, - მაინც ეწყობა ხალხმრავალი ქორწილები, შეხვედრები, იუბილეები და სხვა, რაც არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ამ შემთხვევების მატებისა. პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზრდა, მაგრამ რეგიონები ისევ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჯერჯერობით აღსრულებაც არ არის, სახელმწიფო მაინც იჩენს სირბილეს მოსახლეობას მიმართ და არ მიმართავს აღსრულების ძალიან მკაცრ ზომებს. ქვეყნის ამოცანაა, რომ იყოს ცოტა ავადმყოფი. ჯანდაცვის სექტორის ამოცანაა, რაც არ უნდა ბევრი ავადმყოფი იყოს, უზრუნველყოს უკლებლივ ყველას სამედიცინო მომსახურება, ჩავარდნების გარეშე და ამას შეიძლება დასჭირდეს საველე ჰოსპიტლები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო