მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებული არიან, იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ

მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებული არიან, იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ. აღნიშნული ინფორმაცია, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დააანონსა, რომელიც კოვიდბარათების გაცემას დაესწრო.

კოვიდბარათების მიღება საქართველოს მასშტაბით უკლებლივ ყველა ფილიალშია შესაძლებელი. მასზე, პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული.

კოვიდბარათი აქტიურად იქნება გამოყენებული უცხოეთში. ევროკავშირთან სახელმწიფო უკვე მუშაობს, რომ ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ბაზაში უახლოეს პერიოდში აისახოს, რაც მოქალაქეებს გაუმარტივებს მოგზაურობას როგორც ბიზნესის, ისე ტურისტული კუთხით.

იხილეთ ვიდეო:მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებული არიან, იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო