სოფელ ტიბაანში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ამოქმედდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, შპს „ბუტრანას“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფელ ტიბაანში ახალი ფერმერული მეურნეობა სექტემბრის მეორე ნახევარში ამოქმედდება.

ფერმის აღჭურვასა და მის გამართულ მუშაობას კომპანია „კავკასიის გენეტიკა" განახორციელებს.

„ახალი მეურნეობა იქნება სრულყოფილი სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსი, სადაც, ერთი მხრივ, სანაშენე მიმართულება იფუნქციონირებს, ხოლო, მეორე მხრივ, გადამზადდება პერსონალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის საწარმოები სხვა რეგიონებშიც კეთდება, რაც ნიშნავს, რომ მეცხოველეობა ვითარდება სწრაფი ტემპით. სახელმწიფოს მხარდაჭერით, როგორც სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, მეცხოველეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოში ფერმერული მეურნეობა და სანაშენე მეურნეობა თანამედროვე სტანდარტებით განვითარდეს. ჩვენ გვაქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მესაქონლეობის მიმართულებითაც გათვალისწინებულია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვილი ფერმის მოსაწყობად შპს „ბუტრანამ“ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა - სესხის თანხა 325,000 ლარს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო: სოფელ ტიბაანში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ამოქმედდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა