ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები 500 - ლარიან დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო მთელს სამედიცინო საზოგადოებას, ყველა ჰოსპიტალს, ექიმებს, რომელიც ამ პროცესში პირველივე დღიდან არიან ჩართულნი. მინდა აღვნიშნო, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, სამთავრობო გუნდი და ექიმები ერთმანეთს დაუპირისპირონ. ეს შეეხება ექიმების ანაზღაურებას თუ მათ მიმართ მადლობის გადახდას.

მინდა ვთხოვო ყველას, რომ დღესდღეობით არ არის იმის დრო, მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები. სახელმწიფოს მხრიდან დაცულია ექიმების ყველა ინტერესი. ჩვენ რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რაც გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. დამატებით, საბჭოს მხრიდან, გუშინ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სასწრაფო დახმრების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიფოს მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმის მიუხედავად რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია