თამარ გაბუნია - ინფიცირების შემთხვევების გავრცელების ტემპი კვლავაც მაღალია, სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის

ინფიცირების შემთხვევების გავრცელების ტემპი კვლავაც მაღალია, სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან, ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრევენციული ზომები ზედმიწევნით, მკაცრად უნდა იყოს დაცული.

"გასული 24 საათის განმავლობაში ისევ 6000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, სამწუხაროდ, 49 გარდაცვალება. შემთხვევების გავრცელების ტემპი, კვლავაც მაღალია. როგორც იკვეთება, სტაბილიზაციის ნიშნები არ არის არც ერთ რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრევენციული ზომების ზედმიწევნით, მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე. გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავაც სავალდებულოა პირბადის გამოყენება ყველა სივრცეში, ძალაში რჩება ის რეგულაციები, რაც მოქმედებდა. განსაკუთრებით სოციალური ღონისძიებების შეზღუდვა", -აღნიშნავს გაბუნია და დასძენს, რომ ამ ეპიდვითარების ფონზე "ვაქცინებზე მოქალაქეების აქტიურობა მაღალ დონეზე ნარჩუნდება, 25 ათასი აცრა ტარდება ყოველდღიურად".

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო