ირაკლი ღარიბაშვილი - როცა ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ სამშობლოს, ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, მიწაზე გართხმული გარბოდა ბრძოლის ველიდან

როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ხალხის და ჩვენი ტერიტორიის დაცვას, აი ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელს მსოფლიოს ჩვენი ერის სირცხვილი მისი სახით, ამ დროს, ის გარბოდა ბრძოლის ველიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა ლაჩრების და მოღალატეების.

„სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა ლაჩრების და მოღალატეების, რომლებმაც ლაჩრულად მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი აგვისტოს ომში, ლაჩარმა სააკაშვილმა. კაცი, რომელიც იყო ე.წ. პრეზიდენტი და მთავარსარდალი, თქვენ კარგად ნახეთ, იმ დროს, როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ხალხის და ჩვენი ტერიტორიის დაცვას, აი ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელ მსოფლიოს ჩვენი ერის სირცხვილი მისი სახით, ამ დროს, ის გარბოდა ბრძოლის ველიდან. მაშინ, როდესაც მაგალითად, სხვათა შორის, სტუმრად იმყოფებოდა მასთან ერთად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიატოვა სტუმარიც და გაიქცა და მიწაზე გართხმული დაენახა მთელ მსოფლიოს. აი ასეთი პარადოქსების ქვეყანა იყო მაშინ ჩვენი ქვეყანა, ასეთი არაკაცების და ასეთი ლაჩრების ხელში იყო ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ, ჩემო მეგობრებო, წარსულში ჩავტოვეთ. 2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო ის ღირსეული გამარჯვება, რომელის ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა ხალხმა მოიპოვა. ერთი უნდა იცოდეს ყველამ, რომ ასეთი ლაჩრების ხელში ჩვენს ქვეყანას არავის და არასდროს აღარ ჩავუგდებთ. ეს დრო დამთავრდა, ეს განსაცდელი ჩვენმა ხალხმა ჩამოიტოვა წარსულში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა