სამინისტროს ინფორმაციით, კარტოფილის თესლის გამრავლების ახალი ტექნოლოგია წარმოების პროცესს ამარტივებს და ხარჯებს ამცირებს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს (CIP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წილკნის ბაზაზე ინვიტრო ლაბორატორიის წარმომადგენლებს ტრენინგი „აპიკალური დაფესვიანებული ჩითილების ტექნოლოგია კარტოფილის თესლის დაჩქარებული გამრავლებისთვის” ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგია კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) მიერაა შემუშავებული და კარტოფილის ჩითილების წარმოების სრულ ჯაჭვს გულისხმობს, რაც ამარტივებს წარმოების პროცესს და ამცირებს ხარჯებს.

ახალი ტექნოლოგია „USAID კარტოფილის პროგრამა საქართველოში” კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან (CIP) ერთად ხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა