ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნების ხელფასი 1400-დან 1600 ლარამდეა, სანიტრების - 800 ლარამდე, ექიმების კი 5 000-ს ლარს აღემატება

მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა საინფორმაციო საშუალება პაციენტებისა და მოქალაქეების ინფორმირებისთვის, რათა ჩვენ არ გამოვიყენოთ იძულებითი წესი მოქალაქეების ვაქცინაციისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტლები მედპერსონალით უზრუნველყოფილია და თუ საჭირო გახდება, ჩაერთვებიან მოხალისეებიც, რასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია „წითელ ჯვართან“ ჰქონდა.

„მედპერსონალი უზრუნველყოფილია სამედიცინო ჰოლდინგის მხრიდან, არის კვალიფიციური მედპერსონალი, რომელსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება და მათ ეს არ გაუჭირდებათ. საველე ჰოსპიტალს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. დიდი სიამოვნებით ჩავრთავთ მოხალისეებს და ასევე, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელიც თავისი აქტივისტებითა და მოხალისეებით ჩაერთვება პაციენტების მართვაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ მედპერსონალის ანაზღაურებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მათი ხელფასები კოვიდის წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

„მე დავინტერესდი, არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ რეგიონების მასშტაბით, რამდენად ერთგვაროვანი იყო მიდგომა იმასთან მიმართებაში თუ როგორია სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. არის დადგენილება, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ არის გამოცემული, რომელიც უზრუნველყოფს და განსაზღვრავს საექიმო პერსონალის და ასევე საექთნო პერსონალის და ზოგადად კლინიკებში დასაქმებული ყველა ადამიანის სახელფასო ანაზღაურებას. გამოიკვეთა, რომ ერთი ექთნის ხელფასი დღესდღეობით არის 1400-დან 1600 ლარამდე, ვინც დასაქმებულია კოვიდკლინიკებში. სანიტრების ხელფასი არის 600-დან 800 ლარამდე. ექიმების ხელფასი აღემატება 5 000-ს ლარს. იმ გარემოებების გათვალისწინებით თუ რა იყო მათი ხელფასები კოვიდის წინა პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს არ არის ცუდი ანაზღაურება, თუმცა ასევე, შეიძლება, განვიხილოთ დანამატების კიდევ ზრდა და მენეჯმენტის გამართვა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს