მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა პოლიტიკიდან უნდა გავიდეს და მისი ადგილი საღმა, პროგრესულმა ძალამ დაიჭიროს

„ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა პოლიტიკიდან უნდა გავიდეს და მისი ადგილი საღმა, პროგრესულმა ძალამ დაიჭიროს, - ეს განცხადება დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური პარტიაა და არის ქვეყნის განვითარების მთავარი შემაფერხებელი.

„თუკი ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყანას დესტრუქცია, საბოტაჟის ენით საუბარი, ქაოსისა და არეულობების მცდელობები აზიანებს, მაშინ ასეთი პოლიტიკური ძალები უნდა დასრულდეს. ეს საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს.

ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ თუკი პოლიტიკური ძალა არის დესტრუქციული, მათ მხარი არ დაუჭირონ. ადამიანები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერენ, ამაში ბოლომდე კარგად უნდა გაერკვნენ", - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო