საბურთალოს რაიონში, კვაჭაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტის განხორციელების შედეგად, 3 565 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.
„საბურთალოს გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები დავასრულეთ კვაჭაძის ქუჩაზე, სადაც არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რაც მოსახლეობისთვის გადაადგილების პრობლემას ქმნიდა“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.
ამასთან, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საგზაო სამუშაოებისთვის, საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, 150 000 ლარი დაიხარჯა. პროექტი კი, გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ "ლ. ენდ ლ" შეასრულა.