თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მას თურქმა კოლეგამ, ჰულუსი აკარმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ათწლეულების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეული პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობა.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს.

„საუბარი შეეხო საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობას, საერთაშორისო მისიებში ერთობლივ ნაყოფიერ მონაწილეობას და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იონ ოპრიშორს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა