თავდაცვის მინისტრი თურქეთში სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სტამბოლში, თავდაცვის სფეროში თურქული სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, მხარეებმა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხები განიხილეს.

„თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრები საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენაზე IDEF21 თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებაში უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან. თურქეთის შეიარაღებული ძალების ფონდის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასშტაბით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა