ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი - სააპელაციოში გავასაჩივრებთ და თუ ჩვენთვის სასარგებლო არ იქნება  გადაწყვეტილება, ევროპულ სასამართლოსაც მივმართავთ

სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და თუ ჩვენთვის სასარგებლო არ იქნება ეს გადაწყვეტილება, ევროპულ სასამართლოსაც მივმართავთ საჩივრით, - ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონისა და ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის შეფასებით, ეს სასამართლოს გადაწყვეტილება, პატიმრობის თაობაზე, უსამართლოა.

მისივე თქმით, „კანონმა უდანაშაულო ადამიანზე იძალადა.“

„კანონის სახელით იძალადეს ადამიანზე, რომელიც მართალია. რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და თუ ჩვენთვის სასარგებლო არ იქნება ეს გადაწყვეტილება, ევროპულ სასამართლოსაც მივმართავთ საჩივრით. არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანი იყოს პატიმარი. კანონმდებლობა იძლევა საფუძველს, რომ ასეთ სიტუაციაში პენიტენციურმა სამსახურმა დართოს ნებართვა და გამოიყვანოს. შესაძლებელია, რომ დაშვებული იქნეს ეს. წინასწარ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯერ არც მიგვიმართავს, ახლა დასრულდა პროცესი“, - განაცხადა ზვიადაურის ადვოკატმა.

ადვოკატი კახა ცნობილაძე კი აცხადებს, რომ სასამართლოს ალტერნარიული გადაწყვეტილების მისაღებად გამბედაობა არ ეყო.

„ჩვენ, იურისტებმა, ვიცით, რომ სისხლის სამართალში არსებობს მუხლები, სადაც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას არ იყენებენ. კანონი ასეთ აკრძალვას არ გვკარნახობს. კანონი არ გვეკითხება, რა დროს უნდა იყოს აღკვეთი ღონისძიება და როდის - არა. სასამართლო ამას ვერ გასცდა, მას არ ეყო გამბედაობა, რომ ისეთ მუხლზე, როგორიც მკვლელობაა, გამოეყენებინა პირადი თავდებობა ან გირაო, რომელიც ჩვენ ასევე შევთავაზეთ. ყველამ ნახეთ, რომ ზურაბს თავდებში უდგებოდნენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ზურაბ ზვიადაურის ქცევაზე პასუხისმგებლობა აიღეს, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა“, - განაცხადა კახა ცნობილაძემ.

ცნობისთვის, მკვლელობისთვის ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს