თამარ გაბუნია - კორონავირუსით გარდაცვალების 58 შემთხვევაა, რაც საგანგაშოა და მიუთითებს, რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა

ვუახლოვდებით შესაძლებლობის მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 ათასი საწოლის სახით - კლინიკაში იმყოფება 7 ათას 300-ზე მეტი პაციენტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კოვიდსტატისტიკა საგანგაშოა და პრევენციული ღონისძიების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს.

„58 გარდაცვალების შემთხვევაა, რაც საგანგაშოა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა. რაც შეეხება ვაქცინაციას, ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. გუშინ 26 ათასზე მეტი აცრა ჩატარდა და ბოლო 10 დღის საშუალო მაჩვენებელი მერყეობს 22-23 ათას შორის. რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას, დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 ათას 700 საწოლამდე. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით შესაძლებლობის მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 ათასი საწოლის სახით. კლინიკაში იმყოფება 7 ათას 300-ზე მეტი პაციენტი. აქედან 350 პაციენტამდე მკურნალობს რეანიმაციის განყოფილებაში“,- განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს