„ნაცმოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფოთში მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება

„ნაციონალური მოძრაობის”ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას ინფორმაციით, ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს. მისი თქმით, გიგი უგულავა დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია.

„გადაწყდა გიგი უგულავას კანდიდატურა. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, ამიტომაც უნდა მივცეთ ხმა. იცის, რა უნდა გააკეთოს.

უნდა გავერთიანდეთ, ვიღაცა მოგვწონს, ვიღაცა არ მოგვწონს ახლა ამის დრო ნამდვილად არა გვაქვს. უნდა დავდგეთ ერთად და უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს არის ყველაფერზე მაღლა მდგომი პრინციპული დამოკიდებულება",- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

ფოთში გიგი უგულავას ოფიციალური წარდგენა 21 აგვისტოს 18:00 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ გაერთიანებული ოპოზიციიდან ფოთის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნებოდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს