რელიგიის საკითხთა სააგენტო ქრისტიან-მოლოკანთა თემს და ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიის მრევლს დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უფლის ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემსა და ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიის მრევლს.

„დღეს ქრისტიან მოლოკანთა თემი თორმეტ უდიდეს დღესასწაულთაგანს -მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობს. ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უფლის ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია მილოცვაში.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია დღეს თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობს. „დღესასწაული თაბორის მთაზე მაცხოვრის ფერისცვალებას უკავშირდება, რითაც უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მილოცვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა