ნინო წილოსანი - თვითმმართველობის არჩევნები სწორედ ის არჩევნებია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, 2012 წელს დაწყებული გზა გავაგრძელოთ

,,თვითმმართველობის არჩევნები სწორედ ის არჩევნებია, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო, დღემდე გრძელდება და მომავალში აუცილებლად ბევრ საინტერესო სიახლეს და პროგრესს შესთავაზებს ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენაზე.

მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი.

„თქვენთან ერთად ჩვენ შევძელით აგვეშენებინა უფრო მეტი სკოლა, სოფლებში გაგვეკეთებინა გაზიფიცირება, გაგვეყვანა წყალი, გაგვეყვანა გზები. მომავალი თაობისთვის აგვეშენებინა ლანჩხუთის ფეხბურთის აკადემია და პროფესიული სასწავლებელი. დავხმარებოდით სოციალურად დაუცველს და ეკომიგრანტს. ჩვენ შევძელით ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა, იმაზე ათჯერ უფრო მეტი, ვიდრე წინა ათწლეულების მანძილზე გაკეთდა. ეს საკმარისია ჩვენი განვითარებისთვის? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ რაც გავაკეთეთ, ის მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რასაც გავაკეთებთ.

თვითმმართველობის არჩევნები არის არჩევნები, როდესაც თქვენ ირჩევთ თქვენს წარმომადგენელს. კანდიდატებს, რომლებსაც ჩვენ წარმოგიდგენთ არიან ადამიანები, რომლებიც თქვენს პრობლემებზე მომავალშიც აუცილებლად იზრუნებენ. ჩვენ გვიწევს, დაჩქარებული ტემპებით ყველაფრის კეთება, ვცდილობთ გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი. არ შემეძლო ამ დიდი ოჯახის წევრობაზე არ მეთქვა აქ გურიაში, ლანჩხუთში იმიტომ, რომ ვიცი, თქვენი დამოკიდებულება იმ გლობალურ საკითხებზე, რომელიც საქართველოს ადარდებს, იმ გეზზე, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული და იმ პრობლემებზე, რომელზეც ვმუშაობთ. ჩვენ ამ არჩევნებზეც ერთად გავიმარჯვებთ “, - განაცხადა დეპუტატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა