გია ვოლსკი - ასე, გიორგი გახარიასაც შეიძლება დააბრალონ, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდო - ცოტა ღირსებას უნდა მოუხმო, როცა ყოფილი პრემიერი ხარ და კონკრეტულ ბრალდებას აჟღერებ

ასე, გიორგი გახარიასაც შეიძლება დააბრალონ, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდო - ცოტა ღირსებას უნდა მოუხმო, როცა ყოფილი პრემიერი ხარ და კონკრეტულ ბრალდებას აჟღერებ, - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, პარტია „საქართველოსთვის" მხარდამჭერის აკაკი ბართაიას დაკავების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ თუკი ვინმეს ასეთი სიტუაცია აზიანებს, სწორედ სახელისუფლებო გუნდია.

„დაბრალება ადვილია! აკაკი ბართაიას დაკავება არ წარმოადგენს საკითხს, რაზეც შეიძლება ეჭვები გაგიჩნდეს. ასეთი რამ სახელმწიფოს არ ახასიათებს. არანაირი ფასეული წარმომადგენელი ბართაია არ არის. პირიქით, როდესაც ასეთი რამ ხდება, სწორედ სახელმწიფო პოლიტიკური გუნდი ზიანდება - მეტი პასუხები შენ უნდა გასცე, ვიდრე სხვამ, რომელმაც იარაღი ჩაიდო საბარგულში თუ ქამარში. ვის რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ადამიანის მიმართ, ვისაც არავინ არ იცნობს და არანაირი პოლიტიკური წონა და რესურსი არ გააჩნია?! ასეთივე ბრალდებები იყო გიორგი გახარიას მიმართ, როცა ამბობდნენ, რომ რურუას, რომელსაც არაერთი კანონიერი იარაღი აქვს, არ შეიძლება უკანონო იარაღი ჰქონოდა, მაშინ როცა ქვეყანაში რევოლუციური პროცესები მიმდინარეობდა..." - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის" ინფორმაციით, მათ მხარდამჭერს აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა