ირაკლი ღარიბაშვილი - განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სკოლების მშენებლობა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა ჩვენთვის პრიორიტეტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და განათლების და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ახლად აშენებულ სკოლას ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

ნასაკირალის ახლად აშენებულ სკოლაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინფორმაციით, დაბა ნასაკირალში ახალი სკოლის მშენებლობამ მოსწავლეთა რაოდენობა გაზარდა და ბოლო მონაცემებით, მოსწავლეთა რაოდენობა 400-ს აჭარბებს, შეინიშნება მეზობელი სკოლებიდან მოსწავლეთა გადმოსვლის ტენდენციაც.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა 2021 წლის აგვისტოში დასრულდა. მშენებლობის ღირებულებამ 7 022 440 ლარი შეადგინა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სკოლაში 24 საკლასო ოთახი და 4 კაბინეტი-ლაბორატორიაა. კეთილმოეწყო სკოლის ეზო, ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. გურიის სამივე რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი. ბოლო რამდენიმე წელიწადში რეგიონში 9 ახალი სკოლა აშენდა, ხოლო 6 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა