თბილისში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ იმშობიარა - მას ვირუსი ორსულობისას დაუდგინდა

თბილისში, კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა, რომელსაც ვირუსი ორსულობისას დაუდასტურდა. იგი ბოკერიას კლინიკაში მკურნალობდა.

როგორც საავადმყოფოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ქალმა დაახლოებით 3-4 კვირის წინ იმშობიარა და გარკვეული გართულებების შედეგად, 19 აგვისტოს გარდაიცვალა.

„დღეს გარდაგვეცვალა მელოგინე. ამ გოგოს დაახლოებით სამი კვირის წინ გაუკეთდა საკეისრო. იმშობიარა და იმის შემდეგ, ძალიან ბევრი პრობლემა გამოიარა. ძალიან ავად იყო. შემოვიდა კორონავირუსით და დაუმძიმდა მდგომარეობა. საკეისროს შემდეგ ძალიან დიდხანს იწვალა“, - აცხადებენ კლინიკაში.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს