საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი მოთავსდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან საველე ჰოსპიტალი სრული დატვირთვით მუშაობს და ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი იმყოფება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, პაციენტები საველე ჰოსპიტალში 2-3 დღე დარჩებიან, შემდეგ კი მათი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში მოხდება.

"გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება უკვე დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. ჰოსპიტალი დღეიდან სრული დატვირთვით შეუდგება ფუნქციონირებას. საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადასამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ 2-3 დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს პაციენტის დაყოვნება საველე ჰოსპიტალში და შემდეგ მოხდება მათი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში. ჰოსპიტალური სექტორი ახლა არის მაქსიმალური დატვირთვით, ადგილი თუ თავისუფლდება, ხდება ამ ადგილის შევსება" , - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ჰოსპიტალური სექტორის დამატებითი მობილიზება მიმდინარეობს და მათთვის და პაციენტებისთვისაც უფრო კომფორტული იქნება თუ საველე ჰოსპიტალი მინიმალურად დაიტვირთება.

"კლინიკების ნაწილი დღესაც ემზადება იმისთვის, რომ დამატებით საწოლის მობილიზება გააკეთოს, ეს პარალელური პროცესია. რთულია ერთი გამყოფი ხაზის გავლება და ვთქვათ, რომ დამთავრდა ჰოსპიტალური სექტორის რესურსი, ამოიწურა და სრულად გადავედით საველე ჰოსპიტალზე. გუშინ დაგვიდგა ის მომენტი, როდესაც სწრაფი რეაგირება იყო აუცილებელი და პაციენტების ბინაზე დატოვების ნაცვლად მნიშვნელოვანი იყო მათ დასჭირდათ სამედიცინო ყურადღება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტლების კარები დაიკეტა და იქ პაციენტები ვეღარ შევლენ. დღესაც მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის დამატებით მობილიზება და ჩვენთვისაც და პაციენტებისთვისაც უფრო კომფორტული იქნება თუ მინიმალურად დაიტვირთება საველე ჰოსპიტალი" , - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საველე ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„საველე ჰოსპიტალში პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. აქ არიან პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჟანგბადით მკურნალობას, მაგრამ მათი მდგომარეობა კვლავაც სტაბილურია. ეს მოდელი მძიმე პაციენტების მართვას თავიდანვე არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, გუშინ 24 000-მდე აცრა შესრულდა, ეს ტემპი მაღალი არ არის. მე პირადად, რომ გითხრათ - ესაა ის ტემპი, რასაც ვისურვებდი, ნამდვილად ასე არაა. დახლოებით 35-40 000-მდე უნდა ტარდებოდეს. დღეს უკვე იუსტიციის სახლში გაიხსნა სერვისი, რომელიც მოქალაქეს ვაქცინაზე დარეგისტრირებაზე დაეხმარება", - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.

„საველე ჰოსპიტალში მუშაობენ რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი, ასევე ვინც წარსულში მუშაობდა კოვიდ სასტუმროებში. ეს პერსონალი გადმონაცვლდა საველე ჰოსპიტალში. საველე ჰოსპიტალში მართვის პრაქტიკა ძალიან მსგავსია კოვიდ კლინიკების მართვის პრაქტიკის. ამ ხალხს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება შემთხვევების მართვისთვის. საკმარისი რაოდენობა არის ადამიანების და პროფესიონალების იმისთვის, რომ სრულად მოხდეს ოპერირების ხელშეწყობა" , - აღნიშნა გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო:საველე ჰოსპიტალში 9 ადამიანია მოთავსებული

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა