საგარეო უწყების ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში, სავარაუდოდ, დღეს დაბრუნდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში, სავარაუდოდ, დღეს დაბრუნდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეები ბრიტანელების მიერ უზრუნველყოფილი რეისით ჯერ დუბაიში ჩაფრინდებიან, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდებიან.

„ავღანეთში 16 ქართველი იყო დარჩენილი. დღეს დილით ისინი უსაფრთხოდ გადაიყვანეს აეროპორტში, ნატო-ს სამხედრო ბაზაზე. ისინი ჩასხდებიან თვითმფრინავში. ბრიტანელების მიერ არის უზრუნველყოფილი რეისი დუბაის მიმართულებით. ისინი გაფრინდებიან დუბაიში და სავარაუდოდ დღეს, დღის განმავლობაში ჩამოფრინდებიან საქართველოში“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, ავღანეთში სულ 22 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან 6-მა სამშობლოში დაბრუნება რამდენიმე დღის წინ მოახერხა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს