თამარ გაბუნია - ვმუშაობთ, რომ ცალკე ონლაინ კლინიკა გაკეთდეს, სადაც კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას - ყველა ორსული ვაქცინაციის პროცესში რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაერთოს

ბოლო პერიოდში ორსულების კორონავირუსით გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკიდურესად საგანგაშოა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს, ცალკე ონლაინ კლინიკის შექმნაზე, რომელიც მეანგინეკოლოგებით იქნება დაკომპლექტებული და COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას.

ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, თუ ორსული სამედიცინო გამოკვლევაზე მივა, სიმპტომების არსებობის ან არ არსებობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია მას კოვიდტესტირება შესთავაზონ.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკიდურესად საგანგაშოა. დილით ამ საკითხზე მეანგინეკოლოგების ასოციაციების წარმომადგენელთან შეხვედრა გვქონდა. რა თქმა უნდა, ინტენსიურად გაგრძელდება ორსულთა მეთვალყურეობის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძებების კიდევ უფრო აქტიური ჩართვა, მათ შორის ორსულების ტესტირება, ორსული თუ სადმე მივა ნებისმიერი მიზეზით სამედიცინო გამოკვლევაზე მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს თუ არ აქვს სიმპტომი, მნიშვნელობა არ აქვს, შევთავაზოთ კოვიდტესტირება.

ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ ცალკე ონლაინ კლინიკა გაკეთდეს სპეციალურად დაკომპლექტებული მეანგინეკოლოგებით, რომლებიც კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას. დღევანდელი ონლაინ კლინიკები ძირითდად დაკომპლექტებულია ოჯახის ექიმებით. ბუნებრივია ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ ორსულების კონსულტირება, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად ჩაითვალა, რომ კიდევ მეტად სპეციალიზირებული კონსულტირება ჰქონდეთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, ორსულებში „ფაიზერით“ ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო და ისინი ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალურად სწრაფად უნდა ჩაერთონ.

„ნამდვილად გამიჭირდება დაბეჯითებით თქმა, კოლეგები სამეანო პრაქტიკაში ურჩევენ თუ არა ორსულებს ჩაიტარონ ვაქცინაცია, ამასთან დაკავშირებით დიდი ხანი იყო აზრთა სხვადასხვაობა, დღეს რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა არის ის რომ, ორსულებში „ფაიზერით“ ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო, ამდენად ყველა ორსული ვაქცინაციის პროცესში რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაერთოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს