მიხეილ სააკაშვილი - წარმოუდგენელია, ივანიშვილი, ტიკარაძე, “მუშკეტერები” როგორ იძინებენ ღამე, მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ უკავშირდება მრავალი ათასი ადამიანის სიკვდილს

წარმოუდგენელია ივანიშვილი, ტიკარაძე, “მუშკეტერები” როგორ იძინებენ ღამე, თუ მართლა რაღაც ადამიანური შერჩათ, იმიტომ, რომ მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ უკავშირდება მრავალი ათასი ადამიანის სიკვდილს - ივანიშვილი და სიკვდილი გახდნენ სინონიმები, -ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილის რაოდენობით.

„ღმერთის როგორ არ ეშინიათ, როცა მათი გადაწყვეტილების პირდაპირ შედეგად, ყოველ დღე, ამდენი ადამიანი ტანჯვით კვდება.

საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილის რაოდენობით, ახლა, მას შემდეგ, რაც მრავალი მილიარდი, რომელიც გამოყო საერთაშორისო თანამეგობრობამ კოვიდთან საბრძოლველად დაიხარჯა ამათი ვილების მშენებლობაზე. სიკვდილის დამარცხების ერთადერთი გზა არის ივანიშვილის დამარცხება - ძალიან მალე საქართველოში...“ - წერს სააკაშვილი.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე