ამირან გამყრელიძე - ყველა იმედით შევცქერით, რომ ამ წლის ბოლოს შესაძლოა, გამოჩნდეს კორონავირუსის სამკურნალოდ ერთი ან რამდენიმე წამალი

ყველა იმედით შევცქერით, რომ ამ წლის ბოლოს მართლაც შესაძლებელია გამოჩნდეს წამალი ერთი ან რამდენიმე, რომელიც იქნება ეტიოტროპული კორონავირუსისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.

მან უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმად, „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ წლის ბოლოს უკვე მზად იქნება მედიკამენტი, რომელიც კოვიდპანდემიას დაასრულებს. როგორც გამყრელიძემ განმარტა, „ფაიზერის“ გარდა სხვა კომპანიებიც მუშაობენ ამ საკითხზე.

„ფაიზერის“ გარდა ბევრი კომპანია და სამეცნიერო ჯგუფი მუშაობს, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი ვაქცინასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორედ ეტიოტროპულ წამალს, ანუ უშუალოდ ამ ტიპის ვირუსზე მოქმედ წამალს და ამაზე ძალიან ბევრი ლაბორატორია მუშაობს. ერთ-ერთი მოწინავე „ფაიზერის“ ლაბორატორიაა. ამ წამლის შესახებ ვიცი, ეს არის დაახლოებით იმ ტიპის მოქმედების მექანიზმის წამალი, როგორიც არის ცე ჰეპატიტის ანტივირუსული წამალი. როგორც ამბობენ, საკმაოდ პერსპექტიული წინასწარი კვლევებია, მაგრამ მარტო „ფაიზერს“ არა, ზოგიერთ სხვა კომპანიებსაც აქვთ მსგავსი განვითარებები. მაგალითად, SCIENCE-ში ვნახე ახალი სტატია, დღეს დილით გამოქვეყნდა, სადაც ექსპერიმენტში ასევე ამ ტიპის სხვა წამალია, რომელიც იძლევა პირდაპირ კორონავირუსის რეპლიკაციის სერიოზულად დათრგუნვას, ამიტომ, მიმდინარეობს მუშაობა და ყველა იმედით შევცქერით, რომ ამ წლის ბოლოს მართლაც შესაძლებელია გამოჩნდეს წამალი, ერთი ან რამდენიმე, რომელიც იქნება ეტიოტროპული ამ ვირუსისთვის. მოგეხსენებათ, დღესაც არსებობს წამლები, კოქტეილები ძირითადად მონოკლონურ ანტისხეულებზე დამყარებული, რომლებიც წარმატებით ებრძვიან ამ დაავადებას. მაგრამ რაც შეეხება კითხვას, „ფაიზერთან“ დაკავშირებით ის დაახლოებით იმ ტიპის უნდა იყოს, რაც გრიპის დროს არის ან კიდევ სხვა ტიპის წამლები, რომლებიც სწორედ უშუალოდ კორონავირუსზე იმოქმედებენ, ვფიქრობ, რომ უნდა გამოჩნდეს ამ წლის ბოლოსთვის და დამთავრდეს მათი მესამე ფაზის კვლევა“, - აცხადებს გამყრელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო