დავით ზალკალიანი - საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა ჩვენი მოქალაქეების უვნებლად გამოყვანა ავღანეთიდან

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს. მათ, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ დღეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი უშუალოდ იყო ჩართული ყველა პროცესში და საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის უწყებებთან, პრემიერის აპარატთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, თავდაცვის სამინისტროსთან და პარლამენტთან ერთად მუდმივად იყო კოორდინაციის და კომუნიკაციის რეჟიმში და ყველა ნაბიჯი ეტაპობრივად იყო დაგეგმილი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ.

„თავიდანვე ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვიყავით ჩვენს საერთაშორის პარტნიორებთან. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი ამერიკელი, ბრიტანელი, თურქი და ასევე უნგრელი კოლეგები. სწორედ მათი დახმარებით და ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა ჩვენი მოქალაქეების უვნებლად გამოყვანა ავღანეთიდან. პროცესი უაღრესად რთული იყო, რადგანაც მდგომარეობას ქაბულში შექმნილი სიტუაცია ამძიმებდა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. იმ სიტუაციაში, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, თუ რა ხდებოდა ქაბულის აეროპორტის გარშემო, ძალიან საფრთხილო იყო თითოეული ნაბიჯის დაგეგმვა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, უშუალოდ მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ პროცესს და ყველა იმ საელჩოს რომელიც იყო ჩართული ამ უაღრესად რთულ პროცესში.

„პროცესი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. შვიდი მოქალაქე, რომელთა გამოყვანაც პირველ ეტაპზე რამდენიმე დღის წინ მოხერხდა, უკვე საქართველოში იმყოფებიან. საქართველოს დანარჩენი 16 მოქალქე, კერძო კონტრაქტორები, რომლებიც ერთ-ერთ დასავლურ კომპანიაში მუშაობდნენ, მათი გამოყვანა შედარებით გაჭიანურდა, ობიექტური პირობების გამო, თუმცა მიხარია რომ ისინი უკვე უვნებლად არიან გამოსული და მოფრინავენ საქართველოში და უახლოეს პერიოდში ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო