დიდუბის გამგეობამ 32 კორპუსის დაზიანებული სახურავი აღადგინა

დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გამგეობის თანადაფინანსებით, დიდუბესა და დიღმის მასივში სახურავების რეაბილიტაციის 32 პროექტი განხორციელდა. ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაციისთვის ჯამში, 370 000 ლარი გამოიყო.

სამუშაოების ფარგლებში, კონტრაქტორმა კომპანიამ არსებული დაზიანებული თუნუქის სახურავის დემონტაჟი განახორციელა და ახლით ჩაანაცვლა. ასევე, შეიცვალა დაზიანებული წყალსაწრეტი მილები.

ამასთან, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის პროექტს ახორციელებს, როგორიცაა: წყლისა და წყალარინების ქსელის შეცვლა, კორპუსის გამაგრება, სადარბაზოების შიდა რემონტი, ლიფტების, კიბეებისა და ჭიშკრების შეკეთება და სხვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა