მიხეილ სააკაშვილი - ვაქცინა ხელოვნურად არ შემოჰქონდათ - ბიძინა ივანიშვილს უნდა, არჩევნებისთვის ხალხი იყოს სახლში და ნებისმიერი ციფრი დაწეროს

ვაქცინა ხელოვნურად არ შემოჰქონდათ - ივანიშვილს უნდა, ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, უბრალოდ დახოცოს, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, კერძოდ, ვიდეო მიმართვაში, საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხალხის გენოციდი მიმდინარეობს და ახლა „კეკლუცობის დრო არ არის“.

„დღეს საქართველოში დაფიქსირდა კოვიდისგან 80-მდე ადამიანის სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, ერთ-ერთმა „მუშკეტერმა“ წამოაყრანტალა არაფერი ნახტომი არ არისო, ისინი ცრუობენ! ვესაუბრე ეპიდემიოლოგებს და ინფექციონისტებს თბილისში. უახლოეს დღეებში დაღუპულთა რაოდენობა გადაცდება 100 ადამიანს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ ინტუბაციაზე, პრაქტიკულად, ხელოვნურად უხანგრძლივებენ განწირულ ადამიანებს სიცოცხლეს. საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე დაღუპულთა რაოდენობით. თავიდან არავინ იცოდა ამ ეპიდემიის მართვა, მაგრამ ხალხმა მსოფლიოში ისწავლა ეპიდემიის მართვა, შემდეგ შემოვიდა ვაქცინა და აიცრნენ. საქართველოში იტყუებოდნენ, რომ მართვა იცოდნენ, ვაქცინა ხელოვნურად არ შემოიტანეს, ივანიშვილის განკარგულებით. ამას ვამტკიცებ სრული კომპეტენტურობით. მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და ამაზე თქვა მთავრობამ უარი, რამდენიმე სხვა ქვეყანამ შესთავაზა. სანამ ძალით არ შეტენეს ამერიკელებმა, არც იღებდნენ ამ ვაქცინას. ხელოვნურად არ შემოჰქონდათ ვაქცინა, ბიძინა ივანიშვილს უნდა არჩევნებისთვის ხალხი იყოს სახლში, ნებისმიერი ციფრი დაწეროს. ივანიშვილს უნდა, ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, უბრალოდ დახოცოს. ეს ხალხის გენოციდია, არაფერ შუაშია ყელყელაობა და კეკლუცობა. სიმართლე უნდა ითქვას, რაზეა საუბარი.

ხალხო, ჩვეულებრივად განადგურებენ! საქართველოში ყველა ომში ერთად აღებული არ დაიღუპა და არ დაიღუპება ამდენი ადამიანი, რამდენიც ამ დაავადებისგან იღუპება, რაც ხელოვნურად არის გაკეთებული “,- აღნიშნავს სააკაშვილი და დასძენს, რომ ეს არ არის უნიათობა და უუნარობა, ეს არის შეგნებული განადგურება, საკუთარი მოქალაქეების მკვლელობა.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 4 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა