გიგი უგულავა - არ არის ყალბი კეკლუცობის, კომპლექსების ტირაჟირების დრო, არამედ არის ბრძოლის, ბრძოლის და მხოლოდ ბრძოლის დრო!

არ არის ყალბი კეკლუცობის, კომპლექსების ტირაჟირების დრო, არამედ არის ბრძოლის, ბრძოლის და მხოლოდ ბრძოლის დრო!“ - ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის საერთო კანდიდატმა გიგი უგულავამ მისი წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, მთავარი პრობლემა ოლიგარქიაშია.

„მთავარი პრობლემა თბილისშია, ივანიშვილშია. მთავარი პრობლემა ოლიგარქიაშია. ივანიშვილთან ერთად ჩვენ უნდა დავძლიოთ ყველაზე უფრო დიდი სენი, რომელიც ჩვენ შემოგვეყარა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, ეს არის ოლიგარქია, სადაც ერთი მუჭა ადამიანები მდიდრდებიან, დანარჩენი, მთელი საზოგადოება ღარიბდება. ოლიგარქიაში არავის აქვს შანსი, თუ მათ არ შეეკარი. ამიტომ არის ოლიგარქია კიბო.

მინდა ავხსნა ჩემი მოტივაცია. ძალიან ბევრი მეკითხება, ჩემს პოლიტიკურ გეგმებზე. რას აპირებ, ან რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, რატომ 5 ნომერი. როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ჩემთან დაკავშირებით, რომ ფოთში უნდა წამოვსულიყავი, ნიკამ შემომთავაზა იქნებ ნეიტრალური ნომერი აიღო, რაზეც უარი ვთქვი, არ არის დრო ყალბი კეკლუცობის, არ არის დრო კომპლექსების ტირაჟირების, არამედ არის ბრძოლის, ბრძოლის და მხოლოდ ბრძოლის დრო. არ არის დრო გავარჩიოთ ეს ნომერი მინდა, ის ნომერი მინდა. სულერთია, ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც გამარჯვებას მოიტანს, ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც განვითარებას მოიტანს და დაამარცხებს ოლიგარქიას. იქნება ეს 5 ნომერი? იყოს 5 ნომერი, იქნება ეს სხვა ნომერი? იყოს სხვა ნომერი. მთავარია ოლიგარქია დამარცხდეს, ფოთი გახდეს ავანგარდში“,-აღნიშნავს უგულავა.

მისივე თქმით, ზეპარტიულ ბრძოლაში შედიან და ეს არის ბრძოლა „ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟისთვის“.

„დღეს ისე, როგორც არასდროს ზეპარტიულ ბრძოლაში შევდივართ. ეს ბრძოლა არ არის რომელიმე პარტიის ბრძოლა. ეს ბრძოლა არის დასაწყისი ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟის, ოღონდ ისე, რომ ჩვენ არ დავანგრიოთ სხვა რამ, რაც სათუთია და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ისინი ბევრ სისაძაგლეს ჩაიდენენ, ამაში 100%-ით ვიყოთ დარწმუნებული, მაგრამ ჩვენი პასუხი უნდა იყოს სიმშვიდე, 2 ოქტომბერს რეფერენდუმზე გამარჯვება“,-აღნიშნავს უგულავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო