დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 60 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება

დიღმის საველე ჰოსპიტალში მოთავსებული 60 კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა, რევაზ კუჭუხიძემ განუცხადა, პაციენტების ნაწილი ჟანგბადზეა დამოკიდებული.

„პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სულ 60 პაციენტია მოთავსებული, არინ როგორც ქალები, ასევე კაცები. პაციენტები საშუალო ასაკის არიან. ძირითადად, „დელტას“ შტამია გავრცელებული. პაციენტთა ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია. ისინი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან შემოიყვანეს. თუ პაციენტების შემოყვანის საჭიროება კვლავ იქნება, მივიღებთ“,- განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.

დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 აგვისტოს დაიწყო. როგორც ცნობილია, საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო